"BBC" - თალიბების ლიდერის მულა ომარის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია სულ უფრო ხშირად ვრცელდება

"ბი-ბი-სის" ინფორმაციით, ავღანელი თალიბების ლიდერის, მულა ომარის გარდაცვალების შესახებ მოარული ინფორმაცია სულ უფრო ხშირად ვრცელდება.

ამ ინფორმაციას ასევე ავრცელებს პაკისტანელი ჟურნალისტი რახიმულ იუსუფზაი, რომელიც ომარს პირდად იცნობს. მისი თქმით, მოძრაობა "თალიბანის" უუნარობამ, უარყოს ინფორმაცია საკუთარი ლიდერის სიკვდილის შესახებ, რამდენიმე საველე მეთაურის დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში გადასვლა გამოიწვია.

მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ადრეც არაერთხელ გავრცელებულა. მულა ომარი "თალიბანს" 1996 წლიდან უდგას სათავეში.