ნატოს გაფართოება საქართველოსა და უკრაინის ხარჯზე კატასტროფას გამოიწვევს

ნატოს გაფართოება საქართველოსა და უკრაინის ხარჯზე კატასტროფას გამოიწვევს

უკრაინისა და საქართველოს ხარჯზე ნატოს გაფართოების შესახებ პოლიტიკურმა თამაშებმა, შესაძლებელია, სერიოზული შედეგები გამოიწვიოს როგორც ევროპისთვის, ისე უკრაინისთვსაც. ამის შესახებ რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ნატოში ალექსანდრ გრუშკომ რუსულ მედიას განუცხადა.

"გამოვდივარ იქიდან, რომ ბრიუსელსა და სხვა დედაქალაქებში ადამიანები ამ თამაშების საშიშროებას ხვდებიან, რომლის გათამაშებასაც ზოგიერთი ძალები კვლავ განაგრძობენ. ამას კატასტროფული შედეგები მოყვება. უფრო მეტიც, ეს კატასტროფული იქნება თავად უკრაინისთვისაც", - აღნიშნა გრუშკომ.

რუსი დიპლომატის განცხადებით, უკრაინის ნატოში შესაძლო გაწევრიანება გაყოფს არა მხოლოდ ევროპას, არამედ თავად უკრაინის საზოგადოებას. ასევე შექმნის კოლოსალურ დაპირისპირებას საერთაშორისო ურთიერთობებში.

"ნატოს როლი უკრაინულ კრიზისში უკიდურესად დესტრუქციულია. ნატო არ თამაშობს ისეთი ორგანიზაციის როლს, რომელიც ხელს შეუწყობდა პრობლემების მშვიდობიანი გზით მოგვარებას. ის ქმნის ილუზიას, რომ ყველაფერი დასაშვებია, ეს კი ძალიან საფრთხილო გზაა", - განაცხადა გრუშკომ.