ნატო თურქეთის სამხედრო ოპერაციას მხარს უჭერს

ნატო თურქეთის სამხედრო ოპერაციას მხარს უჭერს

ნატო თურქეთის სამხედრო ოპერაციას სამხრეთის საზღვრის გასწვრივ წესრიგის აღდგენის მიზნით მხარს უჭერს. ამის შესახებ "ბიბისის" ცნობით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

"ნატო ძალიან ყურადღებით აკვირდება ვითარებას, ჩვენ ვრჩებით სოლიდარულები ჩვენი თურქი პარტნიორების მიმართ", - აღნიშნა სტოლტენბერგმა

ბრიუსელში გამართულ სამიტზე, რომელზეც ნატო-ს წარმომადგენლებმა თურქეთის მიერ "ისლამური სახელმწიფოსა" და ქურთების წინააღმდეგ სამხედრო ქმედებები განიხილეს. ქურთები, რომლებიც "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ იბრძვიან, თურქეთს თავიანთი პოზიციების დაბომბვაში ადანაშაულებენ.

მათივე თქმით, თურქეთის ბრძოლა "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ სინამდვილეში ქურთების წინააღმდეგ ბრძოლაა.