„პრეზიდენტის ვეტოს რომელიც შეიძლება დაადოს ჩვენ მივესალმებით“

„პრეზიდენტის ვეტოს რომელიც შეიძლება დაადოს ჩვენ მივესალმებით“

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის განცხადებით „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დეპუტატებისთვის კიდევ ერთი შესაძლებლობა იქნება, გადახედონ გადაწყვეტილებას.

ქადაგიძის განხადებით, აღნიშნული კანონი არის საფრთხისშემცველი და ამ ფორმით მიღება არ შეიძლება.

„რაც შეეხება პრეზიდენტის ვეტოს რომელიც შეიძლება დაადოს ჩვენ მივესალმებით. ვფიქრობ რომ პრეზიდენტის ვეტო არის კიდევ ერთი შესაძლებლობა პარლამენტის წევრებისთვის, გადახედოონ თავის გადაწყვეტილებას. ჩვენ გვქონდა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან კონსულტაციები შენიშვნებთან დაკავშირებით. ჩემი პოზიცია საჯაროდ ცნობილია და ეს კანონი არის საფრთხისშემცველი და ამ ფორმით მიღება არ შეიძლება. ესაა ეროვნული ბანკის პოზიცია და არცერთი თავმოყვარე ექსპერტი დადებითად არ შეაფასებს, ამ პროექტს“,- განაცხადა ქადაგიძემ