ლოტკინზე საბურავები და ბალახი იწვის

ლოტკინზე საბურავები და ბალახი იწვის

თბილისის ზღვასთან, ლოტკინის ტერიტორიაზე საბურავები და ბალახი იწვის. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ადგილზე არის დიდი კვამლი, რომელიც საუბრავების დაწვამ გამოიწვია.

მათივე ინფორმაციით, ცეცხლი დასახლებულ ადგილებს საფრთხეს არ უქმნის და ადგილზე უკვე მუშაობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგეტოს თანამშრომლები.