სასამართლომ მუამარ კადაფის ვაჟს სიკვდილი მიუსაჯა

სასამართლომ მუამარ კადაფის ვაჟს სიკვდილი მიუსაჯა

ლიბიის სასამართლომ ქვეყნის ექსპრეზიდენტის, მუამარ კადაფის ვაჟს, საიფ ალ-ისლამს და კიდევ რვა ადამიანს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. ამის შესახებ "ბიბისი" იტყობინება.

კადაფის ვაჟს 2011 წლის რევოლუციის დროს ომის დანაშაულებში მონაწილეობა ედება ბრალად. თავად საიფ ალ-ისლამი დღევანდელ სასამართლო პროცესს არ ესწრებოდა. მან ჩვენება ვიდეოკონფერენციის საშუალებით მისცა. იგი ყოფილმა ამბოხებულებმა 2011 წლის ნოემბერში ქალაქ ზინტანში შეიპყრეს და მის გათავისუფლებაზე უარს აცხადებენ.