"სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ ადამიანებს ტარიფის ზრდის შედეგად ნამატს მერია დაუფარავს"

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, მერიამ კომუნალური ვაუჩერები იმ ადამიანებზე გააორმაგა, რომლებიც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფებიან.

მისივე თქმით, აღნიშნული კატეგორიის ადამიანებს მერია იმ სხვაობასაც დაუფარავს, რაც ელექტროენერგიაზე ტარიფების მომატების შედეგად დაემატათ.

"ჩვენ კომუნალური ვაუჩერები გავაორმაგეთ იმ ადამიანებზე, რომლებიც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფებიან და ის ნამატი, რაც იქნება ტარიფების ზრდის შედეგად, ამ კატეგორიის ადამიანებს, ამ დანამატსაც თბილისის მერია დაფარავს. კონკრეტული გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში იქნება ცნობილი", - განაცხადა ნარმანიამ.

შეგახსენებთ, რომ "ენერგო პროჯორჯიას" მოთხოვნის საფუძველზე, სემეკმა მიიღო გაადწყვეტილება და "ენერგო პროჯორჯიას" მომხმარებელებს ელექტროენერგიის ტარიფი 4 თეთრით გაუძვირდათ. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიას, სატარიფო განაცხადით კომპანია "თელასმაც" მიმართა.