"ის რომ დღეს გვაქვს 2.25 ფარგლებში კურსი, ჩემთვის გასაკვირი არ არის"

ეკონომიკის მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, გასაკვირი არ არის, რომ ლარის კურსი წინა ნიშნულამდე არ გამყარდა.

როგორც ჟურნალისტებს კვირიკაშვილმა განუცხდა, ლარის გაუფასურება იქიდან გამომდინარეობს, რომ ყველა პარტნიორ ქვეყანაში ადგილობრივი ვალუტები გაუფასურებულია

„საერთო ჯამში დოლარის გამყარება მიმდინარეობს, ასევე, ნავთობის ფასები ისევ დაბალ დონეზე რჩება, რაც თავისთავად იწვევს საინვესტიციო მადის იმ დაბალ დონეზე შენარჩუნებას, რაც წინა პერიოდის განმავლობაში გვქონდა. ჩვენი ძირითადი ინვესტორი ქვეყნები არიან, ნავთობის ქვეყნები, ამიტომ საქართველოში ინვესტიციები, დიდ წილად, დამოკიდებულია ამ ქვეყნებში არსებულ საინვესტიციო მადაზე. ნავთობის დაბალი ფასები პირდაპირ აისახება ყველაფერ ამაზე. ის, რომ დღეს გვაქვს 2.25 ფარგლებში კურსი, ჩემთვის გასაკვირი არ არის“, - განაცხდა კვირიკაშვილმა

ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, ლარის კურსის ცვლილება, საბერძნეთში მნიშვნელოვანმა უარყოფითმა მოვლენამაც გამოიწვია, რამაც, ასევე, გავლენა იქონია ფულადი გზავნილების შემოდინებაზე.

კვირიკაშვილი იმედოვნებს რომ საბერძენეთში სიტუაცია გამოსწორდება და მომავალაში სტაბილურ კურსთან გვექნება საქმე.

"ჩვენ საკმაოდ დინამიურ რეგიონში ვცხოვრობთ. საქართველო ყველანაირი გამოწვევისთვის მზად უნდა იყოს და მე ამ მიმართულებით მნიშვნელოვან ცვლილებებს არ ველოდები", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.