პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეროვნული ბანკის შესახებ ახალ კანონპროექტს ამზადებს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეროვნული ბანკის შესახებ ახალ კანონპროექტს ამზადებს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ეროვნული ბანკის შესახებ პარლამენტის მიერ დამტკიცებილ ცვლილებებს ნეგატიურად აფასებს.

როგორც პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკიურ საკითხებში, გიორგი აბაშვიშვილმა განაცხადა, მოტივირებული შენიშვნების საფუძველზე „ეროვნული ბანკის შესახებ კანონში“ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ცვლილებების ახალ კანონპროექტს ამზადებს.

აბაშიშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ცვლილებებთან დაკავშირებით შენიშვნებს მუდმივად გამოთქვამდა, ის პარლამენტის მიერ დამტკიცებულ ცვლილებებში არ აისახა.

„გუშინ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შემოვიდა „კანონი ეროვნული ბანკის შესახებ“. დღეს, როდესაც ვეცნობი ამ კანონს, ნათლად ჩანს, რომ ჩვენს მიერ დასმული კითხვებიდან არცერთზე პასუხი არ არის. პრეზიდენტი ფიქრობს, რომ აღნიშნული ცვლილებები ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას საფრთხეს უქმნის. პრეზიდენტი წარმოდგენილ ცვლილებებს ნეგატიურად აფასებს და მოტივირებული შენიშვნების საფუძველეზე ახალი კანონის სამუშაო ვერსიაზე ჩამოყალიბდა. 10 დღის განმავლობაში მე ვუხელმძღბვანელებ ამ პროცესს. ჩვენს მიერ შემუშავებული ახალი კანონპროექტი კი, შემდეგ პარლამენტს გადაეგზავნება“, - განაცხადა აბაშიშვილმა.

მისივე თქმით, აღნიშნული კანონპროექტი  ევროკავშირის წარმომადგენლობას, საერთაშორისო სავალუტო ფონდს, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკს და მსოფლიო ბანკს გადაეგზავნება.

პარლამენტამა ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებები 18 ივლისს დაამტკიცა, რაც ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის ფუნქციის გამოყოფას ითვალისწინებს.