„ბიძინა ივანიშვილს პელეს ადარებდნენ, ახლა თუ პელე სათადარიგო სკამზე ზის, ეს არის ძალიან უცნაური“

„ბიძინა ივანიშვილს პელეს ადარებდნენ, ახლა თუ პელე სათადარიგო სკამზე ზის, ეს არის ძალიან უცნაური“

საპარლამენტო უმცირესობა ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება იმის შესახებ, რომ ის არის კარგი სათადარიგო მოთამაშე და საქართველოს ნამდვილად სახალხო ხელისუფლება ჰყავს.

დეპუტატ ნუგზარ წიკლაურის თქმით, ივანიშვილის ინტერვიუ  მინისტრთა კაბინეტს დააფიქრებს, რომ ივანიშვილის მორჩილება კი არ არის კარგი, არამედ საქმეზე ფიქრი და დაპირებების შესრულება.

„ყველა ხედავს საგარეო ჩავარდნებს, ეკონომიკურ სტაგნაციებს. ეს არის აღიარება ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, რომ ის მოლოდინები და ის ოცნებები, რომელიც ქართველ ხალხს ჰქონდა, არ ასრულდება. ამ ტიპის აღიარება, მე ვფიქრობ, რომ კიდევ ერთხელ დააფიქრებს მინისტრთა კაბინეტს, რომ მასზე მორჩილება კი არ არის კარგი, არამედ, საქმეზე ფიქრი და დაპირებების შესრულება. როგორც გვახსოვს, ბიძინა ივანიშვილს პელეს ადარებდნენ. ახლა თუ პელე სათადარიგო სკამზე ზის, ეს არის ძალიან უცნაური. სინამდვილეში, ეს არის იმის აღიარება, რომ ბიძინა ივანიშვილი არის კულისებში და იქიდან ადევნებს პოლიტიკურ პროცესებს თვალყურს“, - აცხადებს ნუგზარ წიკალური.