საკრებულოს წევრებმა მოსკოვის მერისთვის გაგზავნილ და გასაგზავნ წერილებზე იკამათეს

საკრებულოს წევრებმა მოსკოვის მერისთვის გაგზავნილ და გასაგზავნ წერილებზე იკამათეს

თბილისის საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატის სევდია უგრეხელიძის შეკითხვამ კამათი გამოწივია. თბილისის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის დამტკიცებამდე თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ სევდია უგრეხელიძემ უმრავლესობის მიმართ შეკითხვა დასვა, იყო თუ არა თბილისის მერიის მიერ ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე მოსკოვის მერის მოწვევა სინქრონში "ქართული ოცნების" ხელმძღვანელობასთან. ამ საკითხმა სხდომაზე "ნაციონალურ მოძრაობისა" და უმრავლესობის დეპუტატებს შორის კამათი და სიტყვიერი დაპირისპირება გამოწვია.

საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ჯაბა სამუშიამ სხდომაზე წარმოადგინა 2005, 2007 და 2008 წლის 11 ივნისს თბილისის მერის მიერ მოსკოვის მერისთვის გაგზავნილი წერილები. მათ შორის ერთ-ერთი წერილით თბილისის მაშინდელი მერი გიგი უგულავა იური ლუჟკოვს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავდა. ასევე 2008 წლის 11 ივნისს გაგზავნილი წერილით კი "რუსეთის დღეს".

ამასთან დაკავშირებით სევდია უგრეხელიძემ აღნიშნა, რომ სწორედ ეს წერილები მეტყველებს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" კონსტრუქციული იყო და არ სურდათ კონფლიქტი გაემწვავებინათ.
სხდომაზე ჯაბა სამუშიამ განაცხადა, რომ ოლიმპიური ქარტიის ეთიკით, გათვალისწინებული წერილის დრაფტი (სამუშაო ვარიანტი) კი მომზადდა, თუმცა ასეთი წერილი არ გაგზავნილა.


მასალის გამოყენების პირობები