გაეროს გენერალური მდივანი საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე მოვლენებზე შეშფოთებას გამოთქვამს

გაეროს გენერალური მდივანი საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე მოვლენებზე შეშფოთებას გამოთქვამს

გაეროს გენერალური მდივანი მოუწოდებს ყველა მხარეს, თავი შეიკავონ ისეთი ნაბიჯებისაგან, რომლებიც შეიძლება პროვოკაციულ ხასიათს ატარებდეს.

როგორც გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენლის განცხადებაშია აღნიშნული, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განვითარებული მოვლენების შესახებ გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი მოუწოდებს, ველა მხარეს დაძაბულობის განმუხტვის მიზნით გამოიყენონ უკვე არსებული მექანიზმები.

"გაეროს გენერალური მდივანი შეშფოთებას გამოხატავს სამხრეთ ოსეთის მიერ კონტროლირებად ხაზთან ბოლო დროს განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით, რომლებიც შეიძლება ნეგატიურად აისახოს ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებასა და ცხოვრების პირობებზე. ის მოუწოდებს ყველა მხარეს, თავი შეიკავონ ისეთი ნაბიჯებისაგან, რომლებიც შეიძლება ატარებდეს პროვოკაციულ ხასიათს და აფერხებდეს რეგიონული მშვიდობის და სტაბილურობის გაძლიერებისკენ მიმართულ ძალისხმევას. გენერალური მდივანი მოუწოდებს ყველა მხარეს დაძაბულობის განმუხტვის მიზნით გამოიყენონ უკვე არსებული მექანიზმები, როგორიცაა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები და ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმი",-ნათქვამია განცხადებაში.