ზურაბ ჟვანიას საქმეზე ყოფილი პრემიერის თანაგუნდელები დაიკითებიან

ზურაბ ჟვანიას საქმეზე ყოფილი პრემიერის თანაგუნდელები დაიკითებიან

ზურაბ ჟვანიას დაცვისა და დაცვის ცვლის ყოფილი უფროსების, კობა ხარშილაძისა და მიხეილ ძაძამიას წინააღმდეგ საქმის განხილვისას, სასამართლო ყოფილი პრემიერის თანაგუნდელებს დაკითხავს.

როგორც ცნობილია, დაცვის მხარის მოწმეთა ნუსხაში ჟვანიას ყოფილი თანაგუნდელები ხათუნა გოგორიშვილი, გიორგი ბარამიძე, გოკა გაბაშვილი და მიხეილ მაჭავარიანი არიან, რომლებიც სასამართლოს წინაშე წარდგებიან და ჩვენებას მისცემენ.

ასევე, დაცვისა და ბრალდების მხარეებს მოწმეთა ნუსხაში შეყვანილი ჰყავთ შს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი, თუმცა მისი სასამართლოში დაკითხვა სავარაუდოდ არ მოხდება, რადგან როგორც ამ საქმის პროკურორი ამბობს, გამოკითხვისას გამოიკვეთა, რომ ვანო მერაბიშვილი მნიშვნელოვან ინფორმაციას მომხდარის შესახებ არ ფლობს.