დიდ დიღომში გველმა ადამიანი დაკბინა

დიდ დიღომში გველმა ადამიანი დაკბინა

დიდ დიღომში გველმა ადამიანი დაკბინა. როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში განუცხადეს , ქვეწარმავალმა 80 წლამდე ასაკის ქალბატონი დაკბინა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული შრატის გასაკეთებლად გადაიყვანა. პაციენტს ანტიგიურზინის აცრა ჩაუტარდება.