ნუკრი ქანთარიას ბინძური საქციელი შერჩა და ამის ბრალია, რომ საქართველოს პარლამენტში ზის

ნუკრი ქანთარიას ბინძური საქციელი შერჩა და ამის ბრალია, რომ საქართველოს პარლამენტში ზის

ნუკრი ქანთარიას ბინძური საქციელი შერჩა და ამის ბრალია, რომ საქართველოს პარლამენტში ზის, - აღნიშნული განცხადება ქანთარიას პასუხად, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, დეპუტატმა ეკა ხერხეულიძემ გააკეთა.

"როდესაც ნუკრი ქანთარია მორალს მიკითხავს და მეუბნება, რომ საქართველოს ხელისუფლება 2008 წელს წითელ ხიდზე გარბოდა, უკაცრავად, მაგრამ თვითონ სად იყო? იქ ხომ არა უფრო ადრე პერიოდში, როცა ქართულ სახელმწიფოს ტყვიას უშენდა. მაშინ უამრავი ზიანი მოუტანა ქვეყანას და შერჩა ბინძური საქციელი და ამის ბრალია, რომ ზის საქართველოს პარლამენტში და აქვს უფლება, მიმართოს ქართველ ხალხს", - განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.

მისივე თქმით, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპირების პირობებში, არც ერთ დღეზე არ შეიძლება იმის თქმა, რომ არის მშვიდობიანი. როგორც ხერხეულიძე აცხადებს, ომი დღესაც გრძელდება.

"ვიდრე რუსი ოკუპანტის ბინძური ჩექმა საქართველოში იქნება და ჩვენს მიწას დაამძიმებს, საქართველოში ომია ყოველ დღე", - აღნიშნა ეკა ხერხეულიძემ.