დავით სერგეენკომ გლდანში აფეთქების შედეგად დაშავებულების შესახებ კომენტარი გააკეთა

დავით სერგეენკომ გლდანში აფეთქების შედეგად დაშავებულების შესახებ კომენტარი გააკეთა

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გლდანში საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კომენტარი გააკეთა.

როგორც დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა, ერთ-ერთი პაციენტის ზოგადი მდგომარეობა კრიტიკული რჩება, მეორე პაციენტის მდგომარეობა კი მძიმეა.

"ქირურგიის ინსტიტუტში მყოფ პაციენტს ჩაუტარდა გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია. მისი ზოგადი მდგომარეობა კრიტიკული რჩება, მაგრამ დაზიანებით გამოწვეული რისკები მნიშვნელოვნად დაბალია და მე მჯერა, რომ ექიმები ყველაფერს გააკეთებენ მის გადასარჩენად. რაც შეეხება მეორე პაციენტს, რომელსაც დიდი ფართობის დამწვრობა აქვს, ის გუშინვე გადაიყვანეს სპეციალიზირებულ კლინიკაში. მისი მდგომარეობა რჩება მძიმედ და ამ ეტაპზე რაიმე პროგნოზის გაკეთება რთული და არასწორი იქნება", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

გლდანში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება გუშინ მოხდა, შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 5 ადამიანი, 45 ოჯახი უსახლკაროდ დარჩა.