„რუსეთს ჰქონდა სტარტეგიული ამოცანა გამაგრებულიყო სამხრეთ კავკასიაში“

„რუსეთს ჰქონდა სტარტეგიული ამოცანა გამაგრებულიყო სამხრეთ კავკასიაში“

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი გია ვოლსკი ორჭოსანსა და წითელუბანში საოკუპაციო ძალების მხრიდან ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების განთავსებას პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე გამოეხმაურა.

მისი თქმით, ბანერის განთავსება საოკუპაციო ზოლთან გარკვეულ ამოცანებთან არის დაკავშირებული.

„რუსეთს ჰქონდა სტარტეგიული ამოცანა გამაგრებულიყო სამხრეთ კავკასიაში, შეექმნა სამხედრო ყოფნის ძლიერი რესურსი და ეკონტორლებინა შესაძლო ალტერნატიურლი გზა ენერგორესურსების გადაადგილებისა. ამას პირველად არ ვსაუბრობ, ამას ვიმეორებ და ალბათ პერიოდულად საჭიროა ხოლმე შევახსენოთ ჩვენს ოპონენტებს მთელი რიგი საკითხები“, - განაცხადა ვოლსკიმ.

დღესვე, იგი „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატების მიერ ანექსიის საკითხზე რეზოლუციის პროექტის შექმნის ინიციატივასაც გამოეხმაურა.

„მე პიროვნულად არავისთან მაქვს პრეტენზია, მეტსაც გეტყვით - მზადაც ვარ რაიმე დოკუმენტი ერთად განვიხილოთ, მაგრამ სათავეში ჩანს, რომ არც ერთ შემთხვევაში ეს დოკუმენტი არ იქნება ორიენტირებული რაიმე პოზიტივზე. ეს დოკუმენტი ორიენტირებული უნდა იყოს კამათზე, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში დაუსრულებელი იქნება და რომელიც ისევ პოლიტიკური დივიდენდების მიღების ამოცანას უკავშირდება. როგორ შეიძლება ჩვენ ვილაპარაკოთ რაიმე პოზიტივზე საქართველოს ხვალინდელი დღისთვის, როდესაც ყოველგვარი გარემოებების გაუთვალისწინებლად საუბარია მხოლოდ ერთზე - როგორმე შეურაცხყოფა მიაყენონ ხელისუფლებას, როდესაც ვალდებულების დაკისრებით მცდელობაა ხელისუფლებამ გადადგას მკვეთრი ნაბიჯები და უფრო გაართულოს არსებული ვითარება, რომ მოლაპარაკების მაგიდაზე უნდა ვთქვათ უარი, როდესაც მთელი მსოფლიო ცდილობს რუსეთი მოიყვანოს მოლაპარაკებასთან და ამისათვის მართლაც მკაცრ ეკონომიკურ ბერკეტებს იყენებენ. რა არის პერიოდულად იმის მოგონება, რომ საქართველო არ უნდა იყოს კამათის თემა დასავლეთსა და რუსეთს შორის. ტყუილია, სიცურუეა, არასწორი ინტერპრეტაცია კეთდება. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ საკითხზე მუშაობა აუცილებელია, მაგრამ არა იმ რეჟიმში, რომელსაც ოპონენტები გვთავაზობენ“, - აღნიშნა ვოლსკიმ.