"მოგვაქციეთ ყურადღება, სანამ ჩვენც ავფეთქდებით" - გლდანი მოსახლეობა კვლავ შველას ითხოვს

გლდანის მესამე მიკრორაიონის 73-ე კორპუსთან, ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით ბუნებრივი აირის სუნი დგას.

როგორც "პირWელს" კორპუსის მაცხოვრებელმა განუცხადა, გუშინ, საღამოს 22:00 საათზე, "ყაზტრანსგაზ თბილისის" ცხელ ხაზზე დარეკა, თუმცა ავტომოპახუსემ უპასუხა, რომ მათი სამუშაო საათები დასრულებულია.

"გუშინ მთელი ღამის განმავლობაში არ მძინებია, შეშინებულები ვართ იმის გამო, რაც გლდანში მოხდა. ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა მოსახლეობა გაზის გაჟონვის ფაქტს აფიქსირებს. იმ კორპუსშიც, სადაც აფეთქება მოხდა, მაცხოვრებლები სამი დღის განმავლობაში რეკავდნენ ცხელ ხაზზე და ამის შესახებ ატყობინებდნენ. გუშინ საღამოს ჩვენს კორპუსთან გაზის სუნი ისე მძაფრად იდგა, ყველა პანიკაში იყო. მანამდეც გვიგრძვნია სუნი, თუმცა გუშინ განსაკუთრებით მძაფრი იყო. 114-ზე დავრეკე თუმცა არავინ მიპასუხა. შემდეგ ცხელ ხაზზე დავრეკე და ავტომოპასუხემ მიპასუხა, რომ მათი სამუშაო საათები დასრულებული იყო. ასეთ დროს რა უნდა ვთქვა არ ვიცი. რამე რომ მოხდეს, ვინ იქნება პასუხისმგებელი?! სანამ ჩვენც არ ავფეთქდებით, ყურადღებას არ მოგვაქცევენ?",- განუცხადა "პირWელს" მარიამ ბურდულმა.

კორპუსის მაცხოვრებელი მოუწოდებს შესაბამის სამსახურს, შეამოწმონ ბუნებრივი აირის მილები და დარწმუნდნენ, რომ საშიშროება არ არსებობს.