"ჩვენთვის მთავარია სასამართლოს დამოუკიდებლობის განმტკიცება გაგრძელდეს"

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს ლევან მურუსიძეს ხვდება.

შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში, მურუსიძის ინიციატივით იმართება. როგორც მურუსიძემ აღნიშნა პრემიერთან სასამართლო სისტემის წინაშე არსებულ გამოწვევებზე სურს საუბარი.

„სასამართლოს დამოუკიდებლობა არის ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი, რასაც ბოლო ორი წლის განმავლობაში მივაღწიეთ. მინდა, მოვისმინო თქვენი შეხედულებები და მზად ვარ, ამ დიალოგში ჩავერთო. ჩვენთვის მთავარია სასამართლოს დამოუკიდებლობის განმტკიცება გაგრძელდეს“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა პრემიერს შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს მნიშვნელოვანი საკითხია.