C ჰეპატიტის აღმოფხვრის მეორე ეტაპი ნომებრეში დაიწყება

C ჰეპატიტის აღმოფხვრის მეორე ეტაპი ნომებრეში დაიწყება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ვალერი კვარაცხელიას განცხადებით, მკურნალობაში ახალი მედიკამენტი ჰავრონი ჩაერთვება.

მინისტრის მოადგილის თქმით, ამ პრეპარატს 95-96%-ზე მაღალი განკურნადობის შედეგი აქვს და გვერდითი მოვლენები არ ახასიათებს. კვარაცხელიას შეფასებით, პრეპარატი ბოლო სიტყვა C ჰეპატიტის მკურნალობაში.

„ესაა უნიკალური შანსი, წამალი გვაქვს ყველასთვის საკმარისი, რაოდენობა არის იმდენი, რამდენიც იქნება საჭირო. ნოემბრიდან უკვე ჩავრთავთ ჰავრონს. მიმდინარეობს გამოკვლევა დაავადებულების რაოდენიბასთან დაკავშირებით, ამაზე ხშირად იყო კითხვები, დამთავრდა თბილისი, იმერეთი, კახეთი, სამეგრელო, გურია, აჭარა, შედეგები დაახლოებით ისეთია, როგორსაც ვვარაუდობდით 6-7%-მდე. 150-დან 200 000-მდე ადამიანი. 4 აგვისტოს მთვარდება გამოკვლევა და ჩვენ თვის ბოლოს შეგვიძლია უკვე ზუსტ ციფრებზე ვისაუბროთ, დადგინდება რამდენი ადამიანია დაავადებული ქვეყანაში. ყველამ უნდა ჩაიტაროს სკრინინგი, რათა ეს უნიკალური შანსი, რომელიც მოგვცა გარემოაებამ ხელიდან არ გავუშვათ. თვის ბოლოს არის კვირეული C ჰეპატიტის და ღვიძლის, სადაც დაახლოებით 10 000 პაციენტს უფასოდ ჩაუტარდება სკრინინგი, ესაა ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდსა და თბილისში", - განაცხადა კვარაცხელიამ.

მისივე თქმით, C ჰეპატიტის აღმოფხვრის მეორე ეტაპი ნომებრეში დაიწყება და უფასო იქნება.

"ამ პრეპარატს 95-96%-ზე მაღალი განკურნადობის შედეგი და არავითარი გვერდითი მოვლენები არ აქვს. ესაა ბოლო სიტყვა C ჰეპატიტის მკურნალობაში - ასე შემიძლის დავახასიათო", - დასძინა კვარაცხელიამ.