უკრაინელი ჟურნალისტის ინფორმაციით, დავით საყვარელიძის წინააღმდეგ საქმე აღიძრა

უკრაინელი ჟურნალისტის ინფორმაციით, დავით საყვარელიძის წინააღმდეგ საქმე აღიძრა

ჟურნალისტ ვლადიმერ ბოიკოს ინფორმაციით, უკრაინის გენერალურმა პროკურორატურამ, პროკურორის პირველი მოადგილის ვლადიმერ გუზირის დავალებით  სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

ჟურნალისტის განცხადებით საყვარელიძის წინააღმდეგ საქმე, 2015 წლის 5 ივლისს მისი  მითითებით ჩატარებული ჩხრეკის გამო აღიძრა, რომელიც კიევის ოლქის პროკურორის მოადგილის, ალექსანდრე კორნიცასა და უკრაინის გენ. პროკურატურის მთავარი საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ვლადიმერ შაპაკინის კაბინეტებში ჩატარდა.

ბოიკო წერს, რომ უკრაინის გენერალური პროკურატურის მთავარ საგამოძიებო კომიტეტში ჩატარებული ჩხრეკები გუზირმა დააკვალიფიცირა, როგორც სახელმწიფო შენობის მართლსაწინააღმდეგოდ დაკავება.

ჟურნალისტის ინფორმაციის თანახმად, პროკურორების კაბინეტებში ჩხრეკა საყვარელიძემ ყოველგვარი კანონიერების საფუძვლების გარეშე განახორციელა, მათ შორის არც გენ. პროკურორის მოვალეობის შემსრულებლის, გუზირისთვის უცნობებია, არამედ ოპერაცია ჩაატარა მხოლოდ იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომ ვიღაცას სურდა ქრთამის სახით კორნიცას მეშვეობით 200 ათასი დოლარი გადაეხადა კონკრეტული საქმის დასახურად.

ინფორმაციის თანახმად, დავით საყვარელიძემ ეროვნული უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეს ვასილი გრიცაკს მიმართა, რომელმაც მას ოპერაციისთვის სპეცდანიშნულების რაზმ "ალფას" მებრძოლები გამოუყო.

"კაბინეტების ჩხრეკისას ვერავითარი ქრთამი ვერ აღმოაჩინეს", - წერს ჟურნალისტი.