საფრანგეთი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საბერძნეთი დარჩეს ევროზონაში. ამის შესახებ "ბიბისის" ცნობით, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, მანუელ ვალსმა განაცხადა. მისივე თქმით, ოფიციალურ პარიზს იმედი აქვს, რომ ევროკავშირი ათენთან შეთანხმების მიღწევას შეძლებს.
მსგავსი განცხადება გააკეთა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟან-კლოდ იუნკერმაც. მისი თქმით, საბერძნეთი უნდა დარჩეს ევროზონასა და ევროკავშირში, მისი ამ გაერთიანებიდან გასვლის თავიდან არიდება კი ნებისმიერ ფასად უნდა მოხდეს.
დღეს ევროზონის ლიდერები საგანგებო სამიტის გამართავს გეგმავენ, რა დროსაც საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი, ალექსის ციპრასი კრედიტორების წინაშე ახალი წინადადებით წარდგება.