კენიის ქალაქ მანდერაში თავდასხმის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა

კენიის ქალაქ მანდერაში თავდასხმის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა

კენიის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში მდებარე ქალაქ მანდერაში შეიარაღებული პირების თავდასხმის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა. "როიტერის" ცნობით, ამის შესახებ "წითელი ჯვრის" ადგილობრივი წარმომადგენლები იტყობინებიან. 

დაშავებულთა ნაწილი დედაქალაქ ნაირობის საავადმყოფოში გადაიყვანეს. გავრცელებული ცნობით, თავდასხმა ქვის სამტეხლოს მუშებზე მაშინ განხორციელდა, როდესაც მათ ეძინათ. 

თავდამსხმელების შესახებ სხვა ინფორმაცია ჯერ უცნობია. პასუხისმგებლობა მომხდარზე ჯერ არავის აუღია. კენიური მედიის ცნობით, თავდასხმა სავარაუდოდ ისლამისტურმა მოძრაობა "ალ-შაბააბმა" განახორციელა.