საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ ალექსის ციპრასსა და გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
"ბი-ბი-სის" ცნობით, ლიდერები შეთანხმდნენ, რომ დღეს ათენი ევროზონის სამიტზე ახალი წინადადებით წარდგება. თუ რა წინადადებაზეა საუბარი, ჯერ უცნობია.
ევროკავშირის ლიდერები დღეს საგანგებო სამიტს გამართავენ და საბერძნეთის კრიზისზე ისაუბრებენ. სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი თუ როგორ განვითარდება მოვლენები და რაზე შეთანხმდებიან საბერძნეთისა და ევროზონის ლიდერები.