სემეკი თბოელექტროსადგურებისთვის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების დადგენის საკითხს 7 ივლისის ნაცვლად, 15 ივლისს განიხილავს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიიდან აცნობეს.
სემეკი შპს "ჯიფაუერის", შპს "მტკვარი ენერგეტიკას", შპს "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციისათვის" ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების დადგენის საკითხებს 15 ივლისს განიხილავს.
"აღნიშნული საკითხების განხილვა ჩანიშნული იყო კომისიის 7 ივლისის საჯარო სხდომაზე. მიმდინარე წლის 29 ივნისს კომისიის ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტმა კომპანიებისგან გამოითხოვა დამატებითი ინფორმაცია, რომელთა მოწოდებაც ამ დრომდე არ მომხდარა. შესაბამისად, განისაზღვრა დამატებითი ვადა მოთხოვნილი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოსადგენად", - ნათქვამია სემეკის განცხადებაში.