საბერძნეთის პოლიტიკური პარტიების უმეტესობა აპირებს, რომ დღეს ერთობლივი განცხადებით გამოვიდეს, რომელშიც ქვეყნის პრემიერ მინისტრ ალექსის ციპრასს სრულ მხარდაჭერას უცხადებენ ევროპელ და საერთაშორისო კრედიტორებთან მოლაპარაკებებზე. აღნიშნული მოლაპარაკებები სამშაბათს, ბრიუსელში გაიმართება. ამის შესახებ საბერძნეთის თავდაცვის მინისტრმა პანოს კამენოსმა განაცხადა.
მისივე თქმით, ამ მოლაპარაკებებზე ციპრასი მთელი ბერძენი ერის სახელით ისაუბრებს. პარტიების ერთიან განცხადებას, რომელიც რომლის გამოქვეყნებაც დღეს იგეგმება, საბერძნეთის კომუნისტური პარტია არ უერთდება.
ამავდროულად ცნობილი ხდება საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის, კრისტიან ლეგარდის განცხადება, რომელმაც მზადყოფნა გამოთქვა საბერძნეთისთვის დახმარების შესახებ, თუკი საბერძნეთის ხელისუფლებისგან შესაბამისი მოთხოვნა იქნება.