ერევანში დაკავებული ყველა დემონსტრანტი გაათავისუფლეს

ერევანში დაკავებული ყველა დემონსტრანტი გაათავისუფლეს

ყველა დემონსტრანტი, რომელიც ერევანში ბაგრამიანის გამზირზე დღეს დააკავეს, თავისუფალია. "ბი-ბი-სის" ცნობით, ამის შესახებ სომხეთის პოლიცია აცხადებს. დღეს მიმდინარე აქციის დროს ერევნის ცენტრში 46 აქტივისტი დააკავეს. როგორც ერევნის პოლიციის უფროსის მოადგილემ, ვალერი ოსიპიანმა აღნიშნა, არც ერთ მათგანს პასუხისგებაში მიცემა აღარ ემუქრება.

ბაგრამიანის გამზირის გაწმენდა ქალაქის პოლიციამ დღეს დილით დაიწყო. მანამდე საპროტესტო აქციის მონაწილეები გააფრთხილეს, დაეტოვებინათ ტერიტორია. მიუხედავად ამისა, დემონსტრანტთა ნაწილმა დაშლაზე უარი თქვა, რასაც მათი დაკავება მოჰყვა. აქციის მონაწილეებს ერევნის ცენტრალური გამზირი ორი კვირაა დაკავებული აქვთ. ისინი ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდას აპროტესტებენ.