სემეკმა მოქალაქეებს 77 929 ლარი ჩამოაწერა

სემეკმა მოქალაქეებს 77 929 ლარი ჩამოაწერა

სემეკმა მოქალაქეებს ხანდაზმული დავალიანებების სახით 77 929 ლარი ჩამოაწერა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიიდან აცნობეს.

სემეკის ინფორმაციით, კომისიამ მოქალაქეებს სს "თელასის" მიმართ დაგროვილი ხანდაზმული დავალიანებები ჩამოაწერა, რომელთა ოდენობამ 77 929 ლარი შეადგინა.

"კომისია შეახსენებს მოქალაქეებს, რომ იმ შემთხვევაში თუ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას, მიმართონ სემეკს, ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. მოქალაქეებს კონსულტაციების მიღება შეუძლიათ როგორც ცხელ ხაზზე - 242 01 80, ასევე Fაცებოოკ-ის კომისიის ოფიციალურ გვერდზეც", - ნათქვამია განცხადებაში.