საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აფაქიძის ქუჩაზე შენობის ჩამონგრევის შედეგად ადამიანთა გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და ტრაგედიის მიზეზების უსწრაფერს გამოძიებას ელის.
"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ აფაქიძის ქუჩაზე შენობის ჩამონგრევის შედეგად ადამიანთა გარდაცვალების გამო. მთელ საზოგადოებასთან ერთად, ველი შესაბამისი ორგანოების მიერ ამ ტრაგედიის მიზეზთა უსწრაფეს გამოძიებას და სათანადო რეაგირებას. ამ მძიმე წუთებში სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებ გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს", - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.
თბილისში, სპორტის სასახლის უკან, აფაქიძის #13-ში დღეს შენობა ჩამოინგრა. სამი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ერთი კი - საავადმყოფოში. შენობა კომპანია "ტიფლის ბიზნეს ცენტრს" ეკუთვნის.