"ტიფლისი ბიზნეს ცენტრის" ობიექტზე დასაქმებულების ახლობლები ამ დრომდე უშედეგოდ ცდილობენ გაარკვიონ, არიან თუ არა შენობის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა შორის მათი ნათესავები.
"ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტის ცნობით, ახლობლები ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროსთან არიან შეკრებილი. მათი ინფორმაციით, არც ექსპერტიზის ბიუროდან, არც შს სამინისტროდან და არც სამშენებლო კომპანიიდან არ მიუღიათ ინფორმაცია გარდაცვლილების ვინაობის შესახებ.
ამასთან, როგორც "ინტერპრესნიუსს" ერთ-ერთი დასაქმებულის ახლობელმა განუცხადა, მის ნათესავს, რომელიც ობიექტზე მუშაობდა, თან საბუთები არ ჰქონდა.