ბრიტანული ჯგუფი Placebo თბილისში, 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულთა ფონდში თანხას გადარიცხავს. ინფორმაციას ამის შესახებ tbilisi Open Air-ის მედიაკოორდინატორი სოფო ებრალიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
სოფო ებრალიძის ცნობით, ბრიტანული ბენდი თბილისი Open Air-ზე აღებული ჰონორარიდან თანხას 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად გადარიცხავს.
თბილისი Open Air-ის 5-დღიანი ფესტივალი დღეს ქართველ და უცხოელ მუსიკოსებთან ერთად, ამერიკელ ბეტ ჰარტს უმასპინძლებს. რაც შეეხება Placebo-ს, ქართველი მელომანების წინაშე ბრიტანული ბენდი ხვალ, 7 ივლისს წარდგება.