აფაქიძის ქუჩაზე დაშავებული მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა

აფაქიძის ქუჩაზე დაშავებული მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა

თბილისში, აფაქიძის ქუჩაზე შენობის ნგრევის შედეგად დაშავებული მამაკაცი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შესახებ ჟურნალისტებს რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმმა-რეანიმატოლოგმა ნიკოლოზ კვაჭაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, პაციენტი საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში შეიყვანეს, ჩაუტარდა რენიმაციული ღონისძიებები, თუმცა დაშავებული საოპერაციო ბლოკში გარდაიცვალა.

ამასთან, ექიმისთვის გარდაცვლილის ვინაობა და ასაკი უცნობია.

თბილისში, აფაქიძის ქუჩაზე დღეს შენობა ჩამოინგრა. სამი ადამიანი შემთხვევის ადგილზე დაიღუპა, ერთი კი საავადმყოფოში გარდაიცვალა.