რომის პაპმა სამხრეთ ამერიკის რეგიონში შვიდღიანი ტურნე დაიწყო

რომის პაპმა სამხრეთ ამერიკის რეგიონში შვიდღიანი ტურნე დაიწყო

რომის პაპმა სამხრეთ ამერიკის რეგიონში შვიდღიანი ტურნე დაიწყო. "ბიბისის" ცნობით, პონტიფიკოსი თავდაპირველად ეკვადორში ჩაფრინდა.

"პროგრესმა და განვითარებამ უნდა უზრუნველყოს ყველას უკეთესი მომავალი" , – აღნიშნა მან კიტოს აეროპორტში ჩაფრენის შემდეგ.

ოფიციალური ვატიკანის განცხადებით, რომის პაპის ვიზიტი სამხრეთ ამერიკის რეგიონში სიღარიბისა და უთანასწორობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხს მიეძღვნება.

შვიდდღიანი ტურნეს ფარგლებში პაპი ბოლივიასა და პარაგვაიშიც ჩავა. რაც შეეხება თავის სამშობლო არგენტინას, იგი ამ ეტაპზე არ გეგმავს ამ ქვეყნის მონახულებას.