პუტინმა საქართველოსთვის დამნაშავეების გადმოცემაზე შეთანხმების გაწყვეტა დაამტკიცა

პუტინმა საქართველოსთვის დამნაშავეების გადმოცემაზე შეთანხმების გაწყვეტა დაამტკიცა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, მთავრობის წინადადების მიღების თაობაზე, რომელიც დამნაშავეების გადმოცემაზე საქართველოსთან ერთობლივი შეთანხმების გაწყვეტას ითვალისწინებს განკარგულება გამოსცა.

რუსეთ-საქართველოს შორის 1996 წლის 19 მარტს გაფორმებული შეთანხმების გაწყვეტის თაობაზე ინიციატივა, რომელიც იმ პირების გადაცემის შესახებ, რომლებიც უკვე გასამართლებულები არიან, მისჯილი აქვთ თავისუფლების აღკვეთა და იხდიან სასჯელს, რუსეთის მთავრობას ეკუთვნის.

რუსეთის იუსტიციის მინისტრმა განმარტა, რომ რუსეთი საქართველოსთან შეთანხმებაზე უარს ამბობს, იმის გამო, რომ ეს საკითხი რეგლამენტირებულია თავისუფლების აღკვეთის მისჯილთა კონვენციით, რომელზეც ორივე ქვეყანაა მიერთებული.

რუსეთის მთავრობის მიერ მიღებული დოკუმენტის თანახმად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ქართულ მხარეს შესაბამისი შეტყობინება უნდა გაუგზავნოს.