ბერძნებმა გააკეთეს "მამაცი არჩევანი", - ამის შესახებ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, ალექსის ციპრასმა მას შემდეგ განაცხადა, რაც გუშინდელი რეფერენდუმის შედეგები გახდა ცნობილი.
"ბიბისის" ცნობით, ამომრჩეველთა 61.3%-მა მხარი არ დაუჭირა საერთაშორისო კრედიტორების წინადადებას.
რეფერენდუმზე ამომრჩეველთა აქტივობამ 62.5 პროცენტი შეადგინა. რეფერენდუმის შედეგების გამოცხადებას მოსახლეობის ნაწილი ქუჩაში ოვაციებით შეხვდა. მთელი ღამის განმავლობაში ათენის ცენტრში საზეიმო განწყობა იგრძნობოდა. თუმცა, ევროპელი ლიდერების განცხადებით, რეფერენდუმის შედეგები ნიშნავს იმას, რომ საბერძნეთმა შესაძლოა, ევროზონა დატოვოს. საყოველთაო გამოკითხვების შედეგები აისახა ევროს ფასზეც. "ბიბისის" ცნობით, აზიის ქვეყნებში ევროპული ვალუტის ფასი დაეცა.