მიღებულია გადაწყვეტილება უკრაინის სამხედრო საზღვაო ძალების შტაბი ოდესის პროფკავშირების შენობაში განთავსდეს

მიღებულია გადაწყვეტილება უკრაინის სამხედრო საზღვაო ძალების შტაბი ოდესის პროფკავშირების შენობაში განთავსდეს

ოდესის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მიღებულია გადაწყვეტილება უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების შტაბი ოდესის პროფესიული კავშირების შენობაში განთავსების შესახებ - იუწყება უკრაინული მედია.

სააკაშვილის თქმით, უკრაინის პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ოდესა გახდება ქალაქი, რომლშიც ბაზირებული იქნება უკრაინის სამხედრო საზღვაო ძალების შტაბი.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უკვე გამოეხმაურა. უწყების ოფიციალური წარმომადგენელი კონსტანტინ დოლგოვი ამ ფაქტის შესახებ კომენტარს "თვითერის" საკუთარ გვერდზე აკეთებს:

"სააკაშვილის იდეა უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების შტაბის ოდესის პროფკავშირების სახლში განთავსების შესახებ ადასტურებს, რამდენად შორს არის გაქცეული ბანკროტი-პოლიტიკოსი უკრაინაში ეროვნული შერიგებისგან".