"ისლამურმა სახელმწიფომ" 25 სამხედრო სიკვდილით დასაჯა

დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" ჯიჰადისტებმა სირიაში მასობრივი სიკვდილით დასჯა განახორციელეს, რაც პალმირას ამფითეატრში ასობით ადამიანის თვალწინ მოხდა. ამის შესახებ "ევრონიუსი" იუწყება.

სირიის რეგულარული არმიის 25 სამხედრო, რომლებიც ტყვედ ქალაქ ჰომსის მახლობლად აიყვანეს, უამრავი ადამიანის თვალწინ დაცხრილეს. ჯიჰადისტებს შორის, რომლებმაც სამხედრო ტყვეებს ესროლა, 13-14 წლის მოზარდებიც იყვნენ. ამ ფაქტის დამადასტურებელი ვიდეო დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" ინტერნეტში განათავსა.