რეფერენდუმზე

რეფერენდუმზე "არა"-ს შემთხვევაში საბერძნეთის მიერ ევროზონის დატოვება გარდაუვალი იქნება

ევროპარლამენტის პრეზიდენტი მარტინ შულცი საბერძნეთში მიმდინარე რეფერენდუმის დღეს აცხადებს, რომ "თუკი ბერძნები კრედიტორების წინადადებებს უარყოფით პასუხს გასცემენ, ევროზონიდან საბერძნეთის გასვლა გარდაუვალი იქნება".

"დარჩება, თუ არა საბერძნეთი ევროზონაში რეფერენდუმის შემდეგ?! რა თქმა უნდა, ეს კითხვა არსებობს. თუკი ისინი იტყვიან "არას", რეფერენდუმის შემდეგ უნდა წარმოადგინონ სხვა ვალუტა, რადგან ევრო მათთვის აღარ იქნება საანგარიშსწორებო ვალუტა", - განაცხადა მარტინ შულცმა.

მისი თქმით, როდესაც ქვეყანა წარმოადგენს ახალ ვალუტას, ის ევროზონას ტოვებს. "სწორედ ეს მაძლევს იმედს, რომ საბერძნეთის მოქალაქეები არ დააფიქსირებენ უარყოფით პასუხს რეფერენდუმზე", - აღნიშნა შულცმა.