"ბათუმის სტუმრებს 2 ძალიან დატვირთული, დაუვიწყარი თვე ელის"

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბათუმში რკინიგზის ახალი სადგურის გახსნის ცერემონიას დაესწრო.

როგორც პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ბათუმს უბრუნდება რკინიგზა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ვიზიტორებისთვის, აქ მაცხოვრებლებისთვის.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, რკინიგზის შენობის გახსნის შემდეგ დამსვენებლებს საშუალება მიეცემათ, მახინჯაურის ნაცვლად, პირდაპირ ბათუმში ჩავიდნენ.

"ფასები იგივე იქნება, რაც მნიშვნელოვანია ყველასთვის. ეს არის მნიშვნელოვანი ინვესტიცია აჭარისთვის. აქვე მინდა გითხრათ, რომ ბათუმის პოტენციალი დღითიდღე მზარდია. ჩვენ ვხედავთ აქ ათასობით დამსვენებელს, ახალ ტურისტებს, აქედან გამომდინარე მიმაჩნია, რომ ჩვენ, სახელმწიფომ მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი ინფრასტრუქტურის განვითარებას, იქნება ეს გზები, რკინიგზა თუ პორტები. ბათუმი ამავდროულად, არის ძალიან მნიშვნელოვანი სატრანზიტო ქალაქი",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, აჭარაში საკურორტო და ტურისტული სეზონი პიკს უახლოვდება.

"მინდა მოსახლეობას ვაცნობო, რომ ხვალიდან სტარს აიღებს "ჰიტ ბათუმი 2015", რაც ნიშნავს იმას, რომ უწყეტ რეჟიმში, ბათუმის ადგილობრივი და უცხოელ სტუმრტებს ელის 2 ძალიან დატვირთული, დაუვიწყარი თვე. ეს პროექტი სხვადასხვა ტიპის გასართობ ღონისძიებებსა და ფესტივალებს მოიცავს, რომლის შედეგადაც, ყველა ტურუისტს დავამახსოვრებთ, რომ ბათუმი, ყოველ დღე, რაღაც საინტერსოს სთავაზობს",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.