კუმისში აგარაკები იწვის

კუმისში აგარაკები იწვის

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმისში ხანძარია. როგორც "ინტერპრესნიუსს" სამაშველო სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი აგარაკებს, კერძოდ, კოტეჯებს უკიდია.

სამაშველო სამსახურის ცნობით, ადგილზე 15 სახანძრო ბრიგადა და 100-ზე მეტი მაშველი მუშაობს. წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაშავებულები არ არიან.