ევროკავშირი ექსტრაორდინარულ პირობებში იმყოფება

ევროკავშირი ექსტრაორდინარულ პირობებში იმყოფება

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ევროკავშირში მზარდი დაძაბულობის გამო შეშფოთებას გამოთქვამს. ამის შესახებ "დოიჩე ველე" იუწყება.

"არ მეგულება ადამიანი, რომელიც, სულ მცირე, არ გრძნობდეს, რომ ექსტრაორდინარულ ვითარებაში ვიმყოფებით", - განუცხადა მინისტრმა გამოცემას "Tagesspiegel am Sonntag".

მისივე თქმით, ევროპის ფუნდამენტს ძირს უთხრიან ცენტრიდან დაშორებისკენ მიდრეკილი ძალები, რის მაგალითადაც შტაინმაიერმა საბერძნეთის კრიზისი დაასახელა, ასევე არალეგალი დევნილების გადანაწილების საკითხი ევროკავშირის ქვეყნებში და ბრიტანელების ევროპისადმი დამოკიდებულების შესახებ დებატები. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკრიტიკა ვითარების შელამაზების მცდელობები ჩვეული შტამპებით.

"ევროპას ძლიერი მხარეები გააჩნია, მაგრამ, ამავდროულად არ შეიძლება არსებული ნაკლოვანებების იგნორირება. მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიტიკოსებს მოუწევთ მინდვრის დათმობა პოპულისტებისთვის ყველა მიმართულებით.