ამერიკის დამოუკიდებლობის დღე არის საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

ამერიკის დამოუკიდებლობის დღე არის საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

ამერიკის დამოუკიდებლობის დღე არის საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა ამერიკის საელჩოს ეზოში, ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ტრადიციულ ამერიკულ პიკნიკზე განაცხადა.

ელჩმა მადლობა გადაუხადა ყველა ქართველს, ვინც ამერიკას კეთილი სურვილები უსურვა. "ჩვენ ამერიკის სავაჭრო პალატასთან ერთობლივად ვზეიმობთ 4 ივლისს უკვე ზედიზედ მეთხუთმეტე წელია. ჩემთვის დღევადნელი დღე განსაკუთრებულად მნიშვნელოვნია, რადგან ეს იქნება ჩემი ბოლო 4 ივლისი საქართველოში ელჩობის დროს. ჩვენ დავტოვებთ საქართველოს დაახლოებით ორ კვირაში. ამერიკის სავაჭრო პალატა და მისი საქმიანობა მნიშვნელოვანი ნაწილია საქართველოს ეკონომიკური განვითარების და ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს აშშ-საქართველოს ურთიერთობებში. მოხარული ვართ, რომ ამერიკული ბიზნეს-წრეების ჩართულობა საქართველოში და დისკუსიები საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ძლიერდება ყოველწლიურად", - განაცხადა ნორლანდმა.

მისივე თქმით, ამერიკელ კონგრესმენთა დელეგაცია საქართველოს ბოლო ორი დღის განმავლობაში სტუმრობდა და მთავრობის წარმომადგენლებთან მათი მთავარი თემა იყო ეკონომიკური ურთიერთობები.