პრემიერი ბათუმში რკინიგზის ახალ სადგურს გახსნის

პრემიერი ბათუმში რკინიგზის ახალ სადგურს გახსნის

როგორც „პირWელს“ ცენტრალის დირექტორმა, გიორგი შარაშიძემ განუცხადა, საქართველოს რკინიგზას უსასყიდლოდ და უვადოდ გადაეცა 900 კვ/მ ფართობი, სადაც განთავსებულია სალაროები, ადმინისტრაცია გამცილებლების და მემანქანეების მოსასვენებელი ოთახები. რაც შეეხება ლიანდაგებს, ის სადგურამდე საქართველოს რკინიგზამ მიიყვანა.

როგორც შარაშიძე განმარტავს ბათუმი ცენტრალი ძირითადად სამი მიმართულებით იმუშავებს  - რკინიგზა, ავტოსადგური და სავაჭრო ცენტრი.

„აქ ნებისმიერ პირს თუ კომერციულ ორგანიზაციას შეუძლია ფართის დაქირავება. აქ შემოსულ ადამიანს შეუძლია სუფთა გარემოში თბილისის მიმართულებით ავტობუსის გასვლამდე სხვადასხვა კვების ობიექტებით ისარგებლოს. ცენტრალში შესაძლებელი იქნება ბანკების ფილიალებზე წვდომაც. დღეს ცენტრალს საქართველოს პრემიერ-მინისტრი და საქართველოს რკინიგზის თავმჯდომარე გახსნიან“, - განაცხადა შარაშიძემ.

„ბათუმის ცენტრალში“ პირველი სატესტო მატარებელი გასულ კვირას შევიდა. რკინიგზის ახალ სადგურს სამი ბაქანი აქვს. ბათუმი-თბილისის მიმართულებით სამგზავრო ბილეთების ყიდვაც უკვე შესაძლებელია.