პუტინს ობამასთან პატივისცემასა და თანასწორობაზე დაფუძნებული დიალოგი სურს

პუტინს ობამასთან პატივისცემასა და თანასწორობაზე დაფუძნებული დიალოგი სურს

ვლადიმერ პუტინს ბარაკ ობამასთან პატივისცემასა და თანასწორობაზე დაფუძნებული დიალოგი სურს, - ამის შესახებ "როიტერის" ცნობით, კრემლის ლიდერი აშშ-ის პრეზიდენტისადმი გაგზავნილ დამოუკიდებლობის დღის მისალოც მიმართვაში აღნიშნავს.

პუტინის განცხადებით, რუსეთსა და აშშ-ის შორის კავშირები გლობალური კრიზისის მოგვარებისთვის მნიშვნელოვანია.

"მილოცვაში რუსეთის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ მიუხედავად ორი ქვეყნის მთავრობებს შორის აზრთა სხვადასხვაობისა, რუსულ-ამერიკული კავშირები ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად რჩება საერთაშორისო სტაბილურობისა და უსაფრთხოებისათვის", - წერია კრემლის განცხადებაში.

ვლადიმერ პუტინი ასევე გამოხატავს იმედს, რომ რუსეთი და აშშ შეძლებენ მნიშვნელოვანი საერთაშორისო საკითხების გადაჭრას და გლობალურ საფრთხეებთან და გამოწვევებთან ბრძოლას ერთად, თუ ურთიერთობა თანასწორობასა და პატივისცემაზე იქნება დაფუძნებული.

აშშ-ში 4 ივლისს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს.