უზენაესი სასამართლოს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს მუშაობაში გერმანელი მოსამართლეები მონაწილეობდნენ

უზენაესი სასამართლოს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს მუშაობაში გერმანელი მოსამართლეები მონაწილეობდნენ

გერმანელი მოსამართლეები უზენაესი სასამართლოს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს მუშაობაში მონაწილეობდნენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს უზენაეს სასამართლოდან აცნობეს, უზენაეს სასამართლოში დღეს გაიმართა სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა, რომელშიც ქართველ იურისტებთან ერთად ჰამბურგის სასამართლოს დელეგაციის წევრები მონაწილეობდნენ.

უზენაესი სასამართლოს ინფორმაციით, სამეცნიერო- საკონსულტაციო საბჭოზე მოწვეულმა იურისტებმა სასამართლო პრაქტიკიდან კონკრეტული კაზუსი განიხილეს და საქმის სამართლებრივ მხარესთან დაკავშირებით საკუთარი ხედვები და შეფასებები წარმოადგინეს.

უზენაესი სასამართლოს განცხადებით, სამეცნიერო- საკონსულტაციო საბჭოს სხდომას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ ხელმძღვანელობდა. მან ხაზი გაუსვა საბჭოს მუშაობის ფორმატში გერმანელი კოლეგების მონაწილეობის მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ სამეცნიერო- საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობა ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებითაც აქტიური და ქმედითი იქნება.

მათივე ინფორმაციით, ჰამბურგის სასამართლოს დელეგაცია, ჰამბურგის უმაღლესი ადმინისტრაციული სასამართლოს თავმჯდომარის ფრიდრიხ იოხამ მემელის, ჰამბურგის სოციალური სასამართლოს თავმჯდომარის ვოლფგანგ ზივერტის, მოსამართლე პიტერ ვინტერისა და ჰამბურგის უნივერსიტეტის პროფესორის როლანდ ბროემელის შემადგებლობით საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. 2 ივლისს უზენაეს სასამართლოში ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს.

სასამართლოებს შორის პარტნიორული ურთიერთობა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერაა მხარდაჭერილი და ორგანიზებული.