ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ტურნირის 1/16-ფინალში დამარცხდა

ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ტურნირის 1/16-ფინალში დამარცხდა

ნიკოლოზ ბასილაშვილმა უიმბლდონის ტურნირში გამოსვლა 1/16-ფინალში დაასრულა. 23 წლის ქართველი ჩოგბურთელი ტურნირზე მე-20 ნომრად განთესილ ესპანელ რობერტო ბაუტისტა-აგუტთან სამ სეტში ანგარიში - 6:7, 0:6, 1:6 დამარცხდა.

ბასილაშვილმა უმბლდონის მესამე წრეში გასვლით 90 ქულა და 77 ათასი ფუნტი სტერლინგი უკვე გამოიმუშავა.

ბასილაშვილმა ტურნირის მეორე წრეში მან ფელისიანო ლოპესი დაამარცხა. მანამდე, ტურნირის პირველ წრეში ბასილაშვილმა არგენტინელ ფაკუნდო ბაგნისს მოუგო, ძირითად ბადეში მოხვედრამდე კი საკვალიფიკაციო სამი ეტაპი დაძლია.