"ნაციონალური მოძრაობის" აღმასრულებელ მდივნად სერგო რატიანი აირჩიეს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აღმასრულებელ მდივნად სერგო რატიანი აირჩიეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" პარტიის პრესსამსახურში განუცხადეს, აღმასრულებელი მდივნის პოსტზე დასახელებული იყო ორი კანდიდატურა - გიორგი ვაშაძის და სერგო რატიანის. მათივე ინფორმაციით, ორივე კანდიდატმა წარადგინა საკუთარი პროგრამა და ღია კენჭისყრის შედეგად გიორგი ვაშაძემ მიიღო 25 ხმა, სერგო რატიანმა - 28.

"ნაციონალური მოძრაობის" პარტიის წესდებით, აღმასრულებელ მდივანს პოლიტსაბჭოს წევრები ირჩევენ.