საბერძნეთის ფინანსთა მინისტრი საერთაშორისო კრედიტორებს

საბერძნეთის ფინანსთა მინისტრი საერთაშორისო კრედიტორებს "ტერორში" ადანაშაულებს

საბერძნეთის ფინანსთა მინისტრი, აინის ვარუფაკისი საერთაშორისო კრედიტორებს "ტერორში" ადანაშაულებს. ამის შესახებ მან ესპანურ გამოცემა "ელ მუნდოსთან" ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, ევროზონის ლიდერებს სურთ საბერძნეთის მოსახლეობაში "შიშის დანერგვა".

საბერძნეთში 5 ივლისს რეფერენდუმი გაიმართება, რის შედეგადაც გადაწყდება დაუჭერს თუ არა ქვეყანა მხარს საერთაშორისო კრედიტორების მოთხოვნებს რეფორმებთან დაკავშირებით.

პრემიერ-მინისტრი, ალექსის ციპრასი ამომრჩეველს მოუწოდებს არ დაუჭირონ მხარი ევროზონის ლიდერების წინადადებას.