ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის მთავრობასა და ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის მთავრობასა და ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს , - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

"ვულოცავ ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. ეს არის დიდებული დღე, რომელიც შეგვახსენებს დემოკრატიისა და თავისუფლების მნიშვნელობას. განსაკუთრებით ვულოცავ ამ დღეს ელჩ ნორლანდსა და საელჩოს თანამშრომლებს თბილისში", - ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის მილოცვაში.