ფილიპინებში ბორანის კატასტროფის შედეგად 60 ადამიანი დაიღუპა

ფილიპინებში ბორანის კატასტროფის შედეგად 60 ადამიანი დაიღუპა

ფილიპინებში სამგზავრო ბორანის კატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 60-ს მიაღწია. 

"ბიბისის" ცნობით, ქვეყნის სანაპირო დაცვის წევრებმა ბოლოს აღმოჩენილი ცხედრები ჩაძირულ ბორანზე იპოვეს. 

ინციდენტი კუნძულ ლეიტეზე რამდენიმე დღის წინ მოხდა. ბორანზე სულ 200-მდე ადამიანი იმყოფებოდა, მათგან 118 ადამიანის გადარჩენა მაშველებმა შეძლეს. შემთხვევის ადგილას სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. კატასტროფის ზუსტი მიზეზები უცნობია.